დღეს, გამთენიისას ქობულეთში, სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული სამი ბავშვის რუსთავში გადასვენების ხარჯებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გასწევს, დაღუპულთა ცხედრები ბათუმის პროზექტურაში გადაასვენეს, გავრცელებული ინფორმაციით დნმ-ის ანალიზის გარეშე მათი ამოცნობა ვერ ხერხდება, ტრაგედიის ადგილას დაღუპულთა მშობლები და ახლობლები უკვე ჩამოვიდნენ, 3 საათისთვის აქ რუსთავის მერსაც ელოდებიან. გადარჩენილებს თავშესაფარი მეზობელ სასტუმროში მიუჩინეს, მათ ჩაცმასა და კვებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ზრუნავს. ამ წუთებში ბავშვები, მშობლები და პედაგოგები პოლიციის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებიან.
https://youtu.be/g071gjplWlU