ქობულეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ ჯავახიშვილის უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩაზე, ჯავახიშვილის ქუჩის I, II, III შესახვევსა და რუსთაველის ქუჩის I შესახვევში გზის სავალ ნაწილზე დეკორატიული ფილები იგება, ეწყობა სანიაღვრე სისტემები, რეაბილიტაცია უტარდება ტროტუარებსა და ბორდიურებს. უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „ეფექტი“ აწარმოებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონი ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე წელს ჯავახიშვილის უბანში წყლისა და კანალიზაციის სისტემები მოეწო, რომლისთვისაც 735 998 ლარი დაიხარჯა. ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობითი სამუშაოების დასრულება წლის ბოლოსთვის იგეგმება.