მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ქობულეთში კულტურის სახლი გაიხსნა

ქობულეთში კულტურის სახლი გაიხსნა

322
0

ათწლიანი მოლოდინისა და ტანჯვა-წამების შემდეგ 27 ივნისი ოქროს ასოებით ჩაიწერება ქობულეთის კულტურის ისტორიაში, დღეს აქ 400 მაყურებელზე გათვლილი კულტურის სახლი გაიხსნა. კულტურის სახლის მშენებლობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 მილიონ 300 ათასი ლარი დაუჯდა. ამ სიახლესთან დაკავშირებით დაგეგმილი გრანდიოზული კონცერტი რამდენჯერმე გადაიდო, ამას 13 ივნისის სტიქიური უბედურებაც დაემატა და ამიტომ ეს დღე მოკრძალებულად აღინიშნა. კულტურის კერის ახალმოსახლეობას აჭარის განათლების მინისტრი, ქობულეთის გამგეობისა და საკრებულოს, საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  კულტურის სახლის ორსართულიან შენობას გააჩნია საკონცერტო, სარეპეტიციო დარბაზები, კულტურის ცენტრის ადმინისტრაციის სამუშაო კაბინეტები და საგრიმიოროები, შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.