ქობულეთის გამგებლის მოადგილე ირკალი ცეცხლაძის ინფორმაციით დღეს დილით ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, რუსთავის ბავშთა ქორეოგრაფიული ანსამბლის („სიხარული 2“) ქორეოგრაფის გოგი მარღანიას გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ცეცხლაძის განმარტებით გოგი მარღანია ანსამბლის სხვა წევრებთან და მშობლებთან ერთად ამ დრომდე პოლიციის შენობაში დაკითხვაზე იმყოფება, მისი თქმით ჭორი მარღანიას გარდაცვალების შესახებ გადამოწმების შემდეგ არ დადასტურდა.