ქობულეთის სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“ – სა და ქობულეთის კულტურის ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოვლენილ გასული წლის „რჩეულ ქობულეთელებთან“ საზეიმო შეხვედრა გაიმართა. როგორც მოგეხსენებათ, პროექტი „რჩეული ქობულეთელი“, ქობულეთის კულტურის ცენტრისა და მედიაჯგუფ „აჭარა P.S.“-ის ორგანიზებით წელს უკვე მეოთხედ წარმატებით შედგა, ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერი გახლავთ გაზეთი „ჩემი ქობულეთი“, წინა სამი წლის განმავლობაში გაზეთის მკითხველმა შეარჩია და პატივი მიაგო 30 ნაღდ ქობულეთელს, წელს კიდევ ერთი ამაგდარი, ქობულეთზე უზომოდ შეყვარებული და ნამდვილად ღვაწლმოსილი ადამიანებისგან შემდგარი მეოთხე ათეული გამოვლინდა. საღამომ ემოციების ფონზე ჩაიარა, იგი მიჰყავდათ პროექტის ხელმძღვანელებს – ქობულეთის კულტურის ცენტრის დირექტორს სოფო მოწყობილს და მედიაჯგუფი „აჭარა P.S.“-ის გენერალურ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს ჯემალ მეგრელიძეს. ღონისძიების სრულ ვიდეოჩანაწერს აჭარის პირველი ონლაინმაუწყებლისა და „ტვ-12“-ის ეთერში უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ქობულეთში „რჩეული ქობულეთელები“ დააჯილდოვეს