მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთში, სოფელ ქაქუთში ასფალტობეტონის საფარი მოეწყო

ქობულეთში, სოფელ ქაქუთში ასფალტობეტონის საფარი მოეწყო

211
0

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქობულეთში საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე იმყოფებოდნენ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2500 მ. ასფალტობეტონის საფარის მოწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ერ ტე დე“ ასრულებს.
აჭარის ა/რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის 2017 წლის ბიუჯეტით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 35 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა-რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. გარდა ამისა, დაგეგმილია 4 ახალი ხიდის მშენებლობა და 3 არსებული ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, 19,7 კმ. 44 ერთეული ხელოვნური ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა და ბეტონის საფარის მოწყობა. სულ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2017 წელს „საგზაო ტექნიკის შეძენა“ და „საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა“ პროექტებისთვის 12 355 334 ლარამდე დაიხარჯება.
,,ძალიან მნიშვნელოვანია შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება. ჩვენ წინასაარჩევნოდ შარშანაც ხშირად გვთხოვდა მოსახლეობა სოფლებში გზების მოწესრიგებას და ნამდვილად გათავისებული გვაქვს, რომ აუცილებელია შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სოფლებში. სწორედ ამ მიმართულებით გრძელდება მუშაობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, უშუალოდ ქაქუთში იგება ახალი ასფალტის საფარი. 2.5 კმ გზა კეთდება ამ ეტაპზე. როგორც ხედავთ, პარალელურად გაკეთდა ახალი ხიდი. ჯამში, პროექტისთვის იხარჯება 700 ათას ლარამდე თანხა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობთ და ვაკეთებთ საქმეს. ძალიან მნიშვნელოვანია ხუთივე მუნიციპალიტეტის სოფლებში და ასევე ქ. ბათუმში მოწესრიგდეს საგზაო ინფრასტრუქტურა, ის რაც დარჩენილია. მხოლოდ ქობულეთის სოფლებში 2017 წელს 40 კმ გზის დაგება არის დაგეგმილი. ასევე 20 კმ ბეტონის საფარი დაიგება. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში ჯამში 13 მლ ლარზე მეტი თანხაიხარჯება, რაც ვფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯია,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.