მთავარი სხვადასხვა ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

240
0

ქობულეთში განვითარებული სტიქიური მოვლენების გამო მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. ქალაქის ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები და ტექნიკა, ტარდება პრევენციული ღონისძიებები.
საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. მუშაობს ცხელი ხაზი: 0426 26 72 09; 595 70 44 00; 599 85 63 74. მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე და გამგეობის სხვა წევრები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადგილებში შემოვლებს ახორციელებენ.

12122729_10205125603312763_3627085653167814498_nქობულეთში ამჟამადაც გადაუღებლად წვიმს. დატბორილია ჯავახიშვილის ქუჩა, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, ლიანდაგები დაფარულია წყლით, წყალი დგას გელაურის დასახლებაში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სააავადმყოფოს უბნის, რუსთაველის ქუჩისა და დავით აღმაშენებელის გამზირის ნაწილში. გადაუღებელი წვიმის შედეგად დაიმეწყრა სოფელ ლეღვას, კონდითის, გვარას, ზენითის, აჭყვისთავის, გოგმაჩაურის და ცეცხლაურის სასოფლო გზები. მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ.

ჩვენი გადამღები ჯგუფი მუშაობს ადგილებზე, თუმცა ჩახერგილი გზებისა და წყლის მაღალი დონის გამო ყველა უბანში მისვლა ვერ ხერხდება.

სურათზე წყლით დაფარული რკინიგზა (ფოტოს ფეისბუქმომხმარებელი ავრცელებს)