დღეს დაახლოებით 14 საათიდან და 30 წუთიდან გადაკეტილი იყო ქობულეთში დავით აღმაშენებელის გამზირზე, #1 საჯარო სკოლის მოპირდაპირედ მდებარე საცხოვრებელი სახლის ტერიტორია, სადაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა და პოლიციის მანქანების სიმრავლე განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო, თუმცა ფაქტის გადაღებისა და ტერიტორიასთან მიახლოების საშუალება არ მოგვეცა. მოგვიანებით, როგორც TV12-მა გაარკვია, აღნიშნულ სახლში სავარაუდოდ, ტერორიზმთან კავშირში მყოფი ერთი პიროვნება აიყვანეს.
სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიც ადასტურებს, მათივე ინფორმაციით, გამოძიება 236 მუხლით (ტერორიზმთან კავშირი) მიმდინარეობს.