მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ქობულეთში უფასო გაზიფიცირების პროგრამა მუშაობს

ქობულეთში უფასო გაზიფიცირების პროგრამა მუშაობს

245
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში ქობულეთში სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირების პროგრამა მოქმედებს, რაც მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. უფასო გაზიფიცირების პროგრამა ბუნებრივი აირის მილგაყვანილობისა და მრიცხველის სამონტაჟო ღირებულების ერთი წერტილის დაფინანსებას ითვალისწინებს.
ამ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე და გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე გელაურის დასახლებაში იმყოფებოდნენ, სადაც მიზნობრივი პროგრამის ბენეფიციართა ოჯახები მოინახულეს.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გაზიფიცირების პროგრამა 0-დან 57 ათასამდე სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული ოჯახების გაზიფიცირებას ითვალისწინებს. ამ ეტაპისთვის პროგრამით 16-მა ოჯახმა ისარგებლა. მიმდინარე წელს კიდევ 49 ოჯახის გაზიფიცირება იგეგმება.