ქობულეთის მუნიციპალიტეტში უამინდობის გამო სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის მდგომარეობა სტაბილურია. წუხელ ძლიერი ქარის შედეგად დაბა ჩაქვში დაინგრა ცენტერაძეების საცხოვრებელი სახლი, ოჯახი ევაკუირებულია, ასევე 15-მდე საცხოვრებელ სახლს დაუზიანდა სახურავი. მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდებოდა. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქის ტერიტორიაზე აღდგენილია, ხოლო სოფლებში 1000-მდე აბონენტს დენი კვლავ არ მიეწოდება. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. მობილიზებულია სამაშველო და სპეციალური მობილური ჯგუფები. მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება.
მუნიციპალიტეტში შექმნილი საგანგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 0 800 100 107; 595 70 44 00; 599 85 63 74: