გელაურის დასახლებაში ქუჩების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დღეს ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი რომანაძემ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვაჟა-ფშაველას,პოპოვისა და პუშკინის ქუჩებს. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა,ბორდიურები,გზის სავალ ნაწილზე დაიგება დეკორატიული ფილები. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩებზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დამონტაჟდება.
სამუშაოების განხორციელებისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1 541 541 ლარია გათვალისწინებული. პროექტის დასრულება ოქტომბრის თვეში იგეგმება.
გელაურის დასახლებაში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რამდენიმე წელია მიმდინარეობს.გასულ წლებში დასახლებაში მოეწყო ახალი საკანალიზაციო სისტემა,რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 1 296 669 ლარი დაიხარჯა. ახალი საკანალიზაციო სისტემით 500 ოჯახი სარგებლობს.
გელაურში ქუჩების რეაბილიტაცია სამომავლოდაც გაგრძელდება.
დღესვე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დასახლებაში მინი სტადიონის მშენებლობის მიზნით ტერიტორია შეარჩიეს. დასახლებაში სტადიონის მოწყობა მოსახლეობის თხოვნით იგეგმება.