მთავარი სხვადასხვა ქობულეთში ცნობილი მედიკოსები აქციას გამართავენ

ქობულეთში ცნობილი მედიკოსები აქციას გამართავენ

851
0
 18 აპრილს, სს „ქობულეთის სამედიცინო ცენტრში“ შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“-ს და შპს „ენმედიცის“ ექიმები უფასო სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.
 აქციის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა მიიღოს აკად. ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრის 4 ენდოკრინოლოგის და საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის კარდიოლოგის, რევმატოლოგის, ოფთალმოლოგის, დერმატოლოგის, გინეკოლოგის, ექოსკოპისტის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის და ოჯახის ექიმის კონსულტაცია. ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა.
 აქცია, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.