შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულები არიან: 1992 წელს დაბადებული გ.ლ. (მეტსახელად „აბაშა“), 1993 წელსდაბადებული ბ.ჟ., 1984 წელს დაბადებული გ.გ., 1992 წელს დაბადებული გ.მ. (მეტსახელად„ბუბლიკა“), 1989 წელს დაბადებული დ.გ., 1990 წელს დაბადებული გ.კ., 1997 წელს დაბადებულიგ.თ., 1962 წელს დაბადებული ნ. ჩ. (მეტსახელად „მეგრელა“) და 1991 წელს დაბადებული დ.ს. მათ ბრალი “ქურდული სამყაროს” წევრობაში, “ქურდული სამყაროს” საქმიანობისმხარდაჭერასა და “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვაში ედებათ.
“გამოძიებით დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს” წევრები: გ.ლ., ბ.ჟ. და გ.გ., საზღვარგარეთმყოფი „კანონიერი ქურდის“ – ი. ყ.-ის დავალებითა და საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტისგამოყენებით, თავისთვის და “ქურდული სამყაროსთვის” სარგებლისა და უპირატესობისმისაღებად, “ქურდული სამყაროს” ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, 2021 წლის მაისისთვიდან, ორგანიზებას უწევდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომუშავე, თვითდასაქმებული კერძო ტაქსების მძღოლებისგან ე.წ. ქურდული საერთოს შეგროვებას.
აღნიშნულის განხორციელების მიზნით, ისინი “ქურდული სამყაროს” მხარდამჭერ ტაქსისმძღოლებს – გ.მ.-ს, დ.გ.-ს და გ.კ.-ს, რომლებმაც იცოდნენ “ქურდული სამყაროს წევრების” საქმიანობის შესახებ, ასევე, აეროპორტის ტერიტორიაზე მომუშავე სხვა თვითდასაქმებულტაქსისტებს სთხოვდნენ ე.წ. ქურდულ საერთოში შეეტანათ მათ მიერ გამომუშავებული თანხისნახევარი, რის სანაცვლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე შეუზღუდავიმუშაობის საშუალება მიეცემოდათ.
“ქურდული სამყაროს“ წევრები – გ.ლ., გ. გ. და ბ. ჟ. სისტემატურად აკონტროლებდნენ, რომთბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე კერძო ტაქსით მუშაობის უფლებაჰქონოდათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ თანხას იხდიდნენ.
“ქურდული სამყაროს” აღნიშნულ წევრებსა და იმ მძღოლებს შორის, რომლებიც მათ თანხას არუხდიდნენ, დაპირისპირება წარმოიქმნა. 2021 წლის აგვისტოში, არსებული დავის თავისსასარგებლოდ გადასაწყვეტად და „ქურდული სამყაროს“ წევრებზე გავლენის მოხდენისმიზნით, ნ. ჩ. და დ.ს. გაემგზავრნენ თურქეთში, სადაც შეხვდნენ ქართველ „კანონიერ ქურდ“ თ.ხ.-ს, რომელმაც დავა მათ სასარგებლოდ გადაწყვიტა.
მოგვიანებით, დაპირისპირებული მხარეები შეხვდნენ ერთმანეთს, რა დროსაც ნ.ჩ.-ს და მისმომხრე მძღოლებს „ქურდული სამყაროს“ წევრებმა კვლავ აუკრძალეს აეროპორტისტერიტორიაზე საქმიანობა.
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკადა ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს დასაზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ფული დაარაოფიციალური დოკუმენტაცია.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდულისამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა-3 მუხლის მეორენაწილით და 223-ე პრიმა-4 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსსამინისტროს განცხადებაში.