მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება “ღია მმართველობა-მიღწევები და გამოწვევები”

“ღია მმართველობა-მიღწევები და გამოწვევები”

189
0

დღეს გენდერული თანასწორობის საკითხზე, სოციალურ უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძვღვებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩეველი მარიამ ჯაჯანიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი.
სპიკერები საუბროდნენ და პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების ეროვნული სტრატეგისა და აღნიშნული სტრატეგიის განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა სამინისტროში ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე, განხილული იქნა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მექანიზმის მუშაობის სპეციფიკა.
შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის უფლებადამცველები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლები და დაინტერესებული პირები.