90 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, “ღირსების ორდენის” კავალერი, ქალბატონი ნაზი სტამბოლიშვილი. ექვს ათეულ წელზე მეტი ემსახურა ქალბატონი ნაზი ახალგაზრდა თაობების აღზრდისა და განათლების საქმეს. ის იყო ნიჭიერი, სამართლიანი, მომთხოვნი და ამავდროულად მეგობრული თითოეულ აღსაზრდელთან მიმართებაში. ამიტომაც დაიმსახურა დიდი სითბო და სიყვარული კოლეგებსა და საზოგადოებაში. თვითონაც ამაყობდა თავისი აღზრდილების წარმატებებით, რომლებიც სხვადასხვა დროს ღირსეულად სჭედდნენ პროფესიულ თუ მეცნიერულ კარიერას. ნაზი სტამბოლიშვილი წლების განმავლობაში იყო ქობულეთის რაიონის დაწყებითი კლასების მასწავლებელთა მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი, მისი საჩვენებელი „გაკვეთილ-სპექტაკლები“ არა ერთ დამწყებ პედაგოგს უკვალავდა გზას. შემოქმედ და თავისი საქმის პროფესიონალ პედაგოგს მთავრობის არა ერთი ჯილდო აქვს მიღებული.
2016 წლის 7 იანვარს სამუდამოდ შეწყდა ნაზი მასწავლებლის მაჯისცემა. მას სასუფეველში გაყვა შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მადლი. მისი სახელი მარად იარსებებს ოჯახის წევრების, კოლეგებისა და ღირსეული შთამომავლების გულებში.
ქ. ქობულეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი,
ოჯახი
В возрасте 90 лет скончалась Заслуженный педагог Грузии, кавалер “Ордена чести” госпожа Нази Стамболишвили. Более шести десятилетий она верно служила делу образования и нравственного воспитания многих поколений молодежи. Она была талантливой, справедливой, требовательной а также дружественной воспитательницей своих подопечных. Потому пользовалась заслуженным признанием со стороны коллег и общества в целом. Она искренне гордилась успехами своих воспитанников.
7 января 2016 года оборвалась жизнь заслуженного педагога, уходя в мир иной вместе с благодатью светлого праздника Рождества. Ее имя навсегда останется в сердцах родных и близких, коллег и благодарных потомков.
Педагогический коллектив N1 средней школы им. А. Церетели; Семья.