მთავარი სხვადასხვა „ყველა ჯანმრთელი – ყველა ბედნიერი“

„ყველა ჯანმრთელი – ყველა ბედნიერი“

24
0

7-14 ოქტემბერს, ქობულეთში, საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა უმასპინძლა პროექტს „ყველა ჯანმრთელი – ყველა ბედნიერი“. პროექტი დაფინანსებულია erasmus+ ის მიერ, რომელშიც მონაწილებდა 30 ახალგაზრდა საქართველოდან, სლოვენიდან და ნორვეგიიდან. პროექტის მთავარი მიზანი კი იყო ჯანმრთელობის, კეთილდღეობის და აქტიური ცხოვრების პოპულარიზაცია, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოებაში.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა მრავალი აქტივობა, რომლებიც დაკავშირებული იყო ჯანსაღ ცხოვრებასთან. ერთ-ერთი გამორჩეული აქტივობა გაიმართა ხუცუბნის საჯარო სკოლაში. პროექტის მონაწილეებმა თავიანთი ქვეყნების პოპულარული სპორტული თამაშები გამართეს. ამ აქტივობის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებისთვის ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობის გაზრდა და ჯანმრთელი ცხოვრების წესების წახალისება.

პროექტმა “ყველა ჯანმრთელი – ყველა ბედნიერი” წარმატებით შეასრულა თავისი მიზნები, ხელი შეუწყო კულტურათაშორისი თანამშრომლობის განვითარებას და ახალ შესაძლებლობებს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

#ErasmusPlus #Bufdir #YouthExchange #GrandeExperience #YCG #YouthCenterofGeorgia #ZRZ #AllHealthyAllHappy