მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შავ ზღვაში ჩაძირული გემის ბორტზე დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

შავ ზღვაში ჩაძირული გემის ბორტზე დაკარგულებს შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

2618
0

შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა, რომლის ბორტზეც 12 ადამიანი იმყოფებოდა. ეკიპაჟს შორის იყო საქართველოს ერთი მოქალაქეც. ბორტზე ასევე იმყოფებოდა რუსეთისა და უკრაინის 2-2 მოქალაქე. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი სავარაუდოდ უამინდობის გამო ჩაიძირია. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ეკიპაჟის 5 წევრის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენები კი დაკარგულად ითვლებიან – სამაშველო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ცნობით, გემზე იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქეც, მაგრამ დასაზუსტებელია დეტალები მასთან დაკავშირებით. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ვახტანგ მიქელაშვილმა განაცხადა, სატვირთო გემი ფოთის პორტში 2017 წლის 4 აპრილს იმყოფებოდა და მისი ტექნიკური გამართულობა ეჭვს არ იწვევდა. ცნობილია, რომ გემი როსტოვიდან თურქეთის მიმართულებით მიემართებოდა და ხორბალი გადაჰქონდა.

                                                      ხვიჩა მამულაძე