შემზარავი ტრაგედია ქობულეთში.
სოფელ კოხში დღეს დილით ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.
როგორც ,,აჭარა პს“-ისთვის გახდა ცნობილი ახალგაზრდები დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.
უკან დაბრუნებისას კი მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.