ფოთის ცენტრში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
დაჭრილი ქალი სუპერმარკეტ “იოლის” თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდ.
ქალებს შორის დაპირისპირება სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ქალი სავარაუდოდ, გადაჭრილი ბოთლით დაჭრეს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებული ქალის დაკავება ადგილზევე შეძლეს
დაშავებული ქალის მდგომარეობა დამაყოფილებელია მის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.