11 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები: მერაბ კარანაძე, ვლადიმერ მგალობლიშვილი, გიორგი მანველიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები სახალხო ზეიმს “შემოდგომა ქედაში – 2017”-ს დაესწრნენ.
დაბა ქედის ცენტრალურ პარკში, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული, ფოლკლორული ნამუშევრები და ტრადიციული კერძები, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები და კონცერტი ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით.