ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხს, სავარაუდოდ 13 ოქტომბერს განიხილავენ. ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის საკითხის განხილვა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც საქართველოდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნა 51%-ით გაიზარდა. საქართველოსთან ერთად უვიზო მიმოსვლის გაუქმება ბალკანეთის ქვეყნებს, უკრაინასა და მოლდოვას ემუქრებათ. EUobserver-ის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის შიდა ანგარიშის შინაარსი, რომელიც 27 სექტემბრითაა დათარიღებული. დოკუმენტში გერმანია უკმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ და პრობლემური ქვეყნების ათეულში ასევე ასახელებს ალბანეთსა და სერბეთს. გამოცემის ინფორმაციით, მათთვის ცნობილი გახდა ევროკავშირის შიდა ანგარიშის შინაარსი, რომელიც 27 სექტემბრითაა დათარიღებული. საქართველოსა და ალბანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს საფრანგეთი. ჩეხეთის რესპუბლიკა კი აცხადებს, რომ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან. ევროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატა ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა; მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს