მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა ტრაპიზონის გუბერნატორთან და მერთან

შეხვედრა ტრაპიზონის გუბერნატორთან და მერთან

181
0

აჭარის სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. დელეგეციამ შეხვედრა ტრაპიზონის გუბერნატორთან, იუჯელ იავუსთან გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებას კულტურულ, ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო სფეროებში. დღესვე გაიმართა შეხვედრა ტრაპიზონის მერთან, ორჰან ფევზი გუმრუქჩუოღლუსთან. აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ტრაპიზონს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი 2000 წელს მოეწერა. მას შემდეგ ორ რეგიონსა და ორ ქალაქს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა მიმდინარეობს. შეხვედრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი ესწრებოდნენ. თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანს აჭარასა და თურქეთის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.