მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შეხვედრა ჩაქვის #2 საჯარო სკოლაში

შეხვედრა ჩაქვის #2 საჯარო სკოლაში

889
0

ჩაქვის #2 საჯარო სკოლაში ჭარაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალურმა წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობასთან​ საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც სკოლის დირექტორი ბადრი დავითაძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პედაგოგები დაესწრნენ. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, მიღწევები და გამოწვევები, აგრეთვე ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეები, მათი გავრცელების წინააღმდეგ სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და პედაგოგების საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა მოსახლეობის და ახალგაზრდობის სწორად ინფორმირების პროცესში. მსმენელებს მიეწოდათ ინფორმაცია ევროკავშირის მიერ დაფინასებული სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის და პედაგოგებისთვის გახსნილი შესაძლებლობების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საინფორმაციო ცენტრის ყოველწლიური პროექტის „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ დეტალებზე, რომლის შესახებაც პროექტში ჩართულმა სამოქალაქო განათლების წარმატებულმა პედაგოგმა გიორგი უღრელიძემ ისაუბრა და კოლეგებს პროექტში ჩართულობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას და სიკეთეებს აგრეთვე ამ პროცესში გამოვლენილ უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევების გამოვლენასა და მათ პრევენციას. აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა აუდიტორიას საინფორმაციო სახის მასალები გადასცა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა. შეხვედრა “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.