დემოკრატიის ინსტიტუტის ორგანიზებით, დღეს ქედა,შუახევი, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ქედის მერი ლევან გორგილაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შუქრი თურმანიძე ,,ქედის ხანდაზმულთა კლუბი”-ს წევრებს შეხვდნენ და მათვის საინტერესო კითხვებს პასუხობდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის, სოფლის მეურნეობის, ქონების მართვის, მიწების რეგისტრაციის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. თანამდებობის პირებმა ხანდაზმულებს მადლობა გადაუხადეს აქტიურობისა და საინტერესო დიალოგისთვის და კომპეტენციის ფარგლებში თანადგომას დაპირდნენ. პროექტი ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიეება აჭარაში” , ევროკავშირის მიერ ფინანსდება, ხოლო პარტნიორები არიან ,,ღირსეული სიბერე” და ,,აგრობიზნეს ცენტრი”.