მეოთხე დღეა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე და მოქალაქეები: ბესარიონ, ავთანდილ და ბესიკ ტაკიძეები ქობულეთის პოლიციის თანამშრომელთა დასჯის მოთხოვნით შიმშილობენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ქობულეთის პოლიციაში 27 და 29 ოქტომბერს მომხდარ ძალადობის ფაქტს ეხმაურებიან და პროტესტის უკიდურეს ზომას მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე მოძალადე პოლიციელები არ დაისჯებიან…
მოშიმშილეები უკვე მოინახულეს საქართველოს პარლამენტის წევრებმა მურმან დუმბაძემ და ფატი ხალვაშმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა და დეპუტატებმა.
მერაბ ბლადაძის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით მოშიმშილეთა ჯანმრთელობა სტაბილურია და სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებენ, რის გამოც მათ უარი განაცხადეს გამგებლის – სულხან ევგენიძის შეთავაზებაზე – მოშიმშილეების მახლობლად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მორიგეობის დაწესებასთან დაკავშირებით.
ჯანო ქობულაძე
https://youtu.be/vdai6zHd9Ug