შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ესკორტმა ამ წუთას ქობულეთის ტერიტორიაზე გაიარა – ამის შესახებ „აჭარა P.S.-ს ჩვენმა ქობულეთელმა კორესპონდენტმა აცნობა. დიდი სისწრაფით მოძრავი კოლონა სავარაუდოდ 20 წუთში უკვე ბათუმში იქნება. მინისტრმა თბილისიდან გამომგზავრებამდე განაცხადა, რომ ის დაკავებულ მოქალაქეებს გაათავისუფლებს.