მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შუახევის მერობისთვის „ოცნებიდან“ ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს

შუახევის მერობისთვის „ოცნებიდან“ ფრიდონ ფუტკარაძე იბრძოლებს

178
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ შუახევის მოსახლეობას „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.

კანდიდატის წარდგენას საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ ფრიდონ ფუტკარაძე პროფესიონალ და ერთგულ კანდიდატად შეაფასა. აღნიშნა, რომ მას აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის და ადამიანური რესურსების მართვის გამოცდილება.

შუახევი1შუახევის მოსახლეობასთან შეხვედრისას ფრიდონ ფუტკარაძემ სტუმრებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შუახევის განვითარების საკუთარ ხედვები გააცნო. ,,ჩემთვის კარგადაა ნაცნობი ის გამოწვევები, რაც შუახევის წინაშე დგას. კარგად მესმის პრობლემები, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს აწუხებს. გპირდებით ცენტრალურ და აჭარის მთავრობასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ რომ შუახევი გახდეს საუკეთესო ადგილი აჭარაში.“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ წარდგენისას.

ფრიდონ ფუტკარაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად შუახევში პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს”