შუახევის რაიონულ საავადმყოფოში მომხდარ ინცინდენტს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე გამოეხმაურა. მინისტრის განცხადებით კორპორაცია „ევექსს“ ხელშეკრულების თანახმად მაღალმთიან აჭარაში შვიდი წლის განმავლობაში ქირურგიული, მეან -გინეკოლოგიური და რეანიმაციული განყოფილების ფუნქციონირების ვალდებულება გააჩნია, რაც ნაწილობრივ დაირღვა. მიზეზს შესაბამისი ორგანო სწავლობს. მომხდარის შესახებ დღეს აჭარის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშიც იმსჯელეს, ხოლო კორპორაცია „ევექსის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ვანო ბოკერიამ განაცხადა, რომ შუახევის საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის გადარჩენას ვერც ერთი ქირურგი ვერ შეძლებდა. ბოკერიამ მაღალმთიანეთში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზეც ისაუბრა. მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის შუახევის რაიონულ საავადმყოფოში ყველა აუცილებელი სერვისი ხელმისაწვდომია.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „შუახევის საავადმყოფოში გარდაცვლილი პაციენტის გადარჩენას ვერც ერთი ქირურგი ვერ შეძლებდა“