მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ჩირუხის ხეობაში, „აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული დოკუმენტური ფილმის „ ჯარა“ გადაღებების მესამე ეტაპი დასრულდა. დოკუმენტური ფილმი „ჯარა“ ეს არის ერთწლიანი მოგზაურობა აჭარის ველურ ბუნებასა და სოფლის ცხოვრებაში. ფილმი მიზნად ისახავს აჭარის პოპულარიზაციას უცხოელი ეკო და აგრო-ტურისტებისთვის. აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უკვე მესამე წელია ახორციელებს. 2013-2015 წლებში სულ რეგიონში 18 კინოფილმის წარმოება თანადაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ფილმების გადაღებების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები. გადაღებების მესამე ეტაპი დაიწყო 11 სექტემბერს და დასრულდა 20 ოქტომბერს. გადაღებების სამივე ეტაპზე ჯამში მომსახურებას გასწევს/დასაქმდება არანაკლებ 12 ფიზ/იურ პირი.