მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი შუახევში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შუახევში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნილია

287
0

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს შუახევის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე 1984 წელს დაბადებული ზურაბ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა 3 მაისს,დაბა შუახევში,ავტოგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე,საღამოს საათებში,ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,1990 წელს დაბადებულ დათო დ-ს ცივი იარაღით მუცლის არეში ორი ჭრილობა მიაყენა, ასევე ცივი იარაღით დაჭრა 1976 წელს დაბადებული გენადი დ. და 1972 წელს დაბადებული ვაჟა დ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დათო დ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გენადი დ-ს და ვაჟა დ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში, ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით) მიმდინარებს.