არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი იმედი“ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერითა და მობილური ლაბორატოორიის საშუალებით აჭარის მუნიციპალიტეტებში C ჰეპატიტსა და აივ ინფექციებზე უფასო გამოკვლევებს ატარებს. ანონიმურობა დაცულია. ხვალ, 29 მარტს მობილური ლაბორატორია ქობულეთს ეწვევა და დღის განმავლობაში გამგეობის მოპირდაპირედ, თავისუფლების ქუჩაზე (კულტურის სახლის უკანა ტერიტორიაზე) ყველა მსურველს უფასო ანალიზებს გაუკეთებს. პაციენტები, რომლებსაც აღმოაჩნდებათ დაავადების ნიშნები ასევე უფასოდ ისარგებლებენ სახელმწიფო პროგრამით. მსურველებს დილიდანვე შეეძლებათ მიაკითხონ მობილურ ლაბორატორიას აღნიშნულ მისამართზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 595 51 81 41
ქეთევან გუჯაბიძე