მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი ჩაშლილი კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში

ჩაშლილი კონსულტაციები აჭარის უმაღლეს საბჭოში

293
0

ოპოზიციასთან მისვლაზე „ოცნების“ დეპუტაციამ უარი განაცხადა, რის გამოც დღეს დაგეგმილი პოლიტიკური კონსულტაციების მესამე ეტაპი აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩაიშალა. დღესვე კოალიციის წევრები კონსულტაციებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის კაბინეტში დამოუკიდებლად გადიოდნენ.

– შეხვედრაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაახლოებით ათი წუთი დააგვიანა, სწორედ ეს გახდა საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ კოალიციის წევრები კონსულტაციაზე არ მისულიყვნენ – აცხადებს დეპუტატი კაკო ძნელაძე. როგორც დავით ბაციკაძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული პოლიტიკური ძალაა და მათთან კონსულტაცია სამომავლოდაც არ შედგება.