მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გამოცხადებული კონკურსის ,,ჩემი სოფელი“ გამარჯვებულები გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.
პროექტში მონაწილეობდნენ 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდები. პროექტი ,,ჩემი სოფელი“ მიზნად ისახავდა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლების ისტორიის, ტრადიციების, ეთნოგრაფიის, ღვაწლმოსილი თანასოფლელების,ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.