რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გრანდიოზული კონცერტი ქობულეთის ცენტრალურ ზღვისპირა პარკში, რომელიც ტურისტული სეზონის გახსნის აღსაღნიშნავად ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა გამართა.
კონცერტში, რომლის სანახავად ხუთი ათასამდე მაყურებელი მივიდა, მონაწილეობდნენ: ნიკოლშოუ, ნინო ჩხეიძე, მეგი გოგიტიძე და სხვა პოპულარული ქართველი ვარსკვლავები. მაყურებელს თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი და მისი საქველმოქმედო ფონდის პრეზიდენტი გიორგი ქვრივიშვილიც მიესალმნენ.
კონცერტის პირველ ნაწილში საღამოს ორგანიზატორებმა ბავშვებს სპეციალური გასართობი პროგრამა შესთავაზეს, კონცერტის ბოლოს კი ზეცაში აიჭრა გრანდიოზული ფოიერვერკი, რომელიც დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა.
https://youtu.be/im7mhL8vGsE