საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომელი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, ბრალდებულმა მოქალაქეს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ციტრუსისა და ვაშლის ყალბი წარმოშობის სერტიფიკატი, ექსპერტიზის დასკვნა და ხელშეკრულება დაუმზადა. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული დოკუმენტაცია ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. |