შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში ჟურნალისტებს მედიატურის ფარგლებში მომწობების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. მართვის მოწმობები პირველი აპრილიდან ვადიანი ხდება. ყველა ახალი მართვის მოწმობა კატეგორიების მიხედვით 5 და 15 წელიწადში ერთხელ განახლდება. ამისათვის განმეორებითი გამოცდის ჩაბარება საჭირო არ იქნება მოქალაქეებმა მართვის მოწმობას შესაცვლელად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი საბუთი და სამედიცინო ფორმა 100.
კიდევ ერთი დაანონსებული ცვლილება გახლავთ ის, რომ 2020 წლისთვის მანქანების ძველი სანომრე ნიშნები სრულად აიკრძალება.
შეგახსენებთ, ცვლილება იმ მართვის მოწმობებს ეხება, რომლებიც 2006 წლის აპრილამდე გაიცა. მოწმობის გამოცვლა სავალდებულოა.