მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ციალა ქათამიძე თავის წარმატებას მესამე სექტორს უმადლის

ციალა ქათამიძე თავის წარმატებას მესამე სექტორს უმადლის

300
0

11 მარტს, ბათუმში სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე წარუდგინა და ომბუდსმენის აპარატში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სამმართველოს შექმნა რეგიონალური ოფისების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის რეგიონული  წარმომადგენლობები ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს. აჭარის ოფისთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოებში.

წარდგინებაზე აჭარის რეგიონის სამმართველოს უფროსმა ოფისის სამომავლო საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებსაც გაუსვა ხაზი. იმავე საღამოს ციალა ქათამიძემ ტელეკომპანია ტვ12-ის პირდაპირ ეთერში კვირის ანალიტიკურ პროგრამა „მედიატორის“ შეკითხვებს უპასუხა:

– ვფიქრობ, ძალიან კარგი გუნდი მუშაობდა ბათუმის სამმართველოში და იმედი მაქვს,  რომ კვლავ ძალიან ბევრი და წარმატებული საქმე გვექნება.

– გიორგი ჩარკვიანი რჩება აპარატში და ერთობლივად გავაგრძელებთ სამმართველოს ფარგლებში საქმიანობას.

– ზოგადად ძალიან ბევრ საკითხთან ერთად სახალხო დამცველის ერთ-ერთი ფუნქცია საგანმანათლებლო საქმიანობაცაა. განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ადამინის უფლებებთან მიმართებაში ჩვენ ვაპირებთ უმაღლეს სასწავლებლებთან, სხვადასხვა პროფესიულ სასწალებლებთან, ახალგაზრდებთან თანამშრომლობას, დისკუსიებს, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენციებს, რაც შეეხება სამოქალაქო სექტორს, ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველის აპარატის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიზანი და საქმიანობა ფაქტობრივად ერთი და იგივეა, ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება ყველა რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში მოქმდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჟურნალისტების როლი ამ სფეროში, იმიტომ, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც თქვენი ინტერესის საგანი ხდება, შესაძლებელია გახდეს ჩვენი ინტერესის საგანიც და პირიქით…

ვრცელ ინტერვიუს  სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსთან გაზეთ „აჭარა P.S.“-ის უახლოეს ნომერში შემოგთავაზებთ.