აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტაჟირების კურსს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ჯემალ ჭელიძე გადიოდა. სტაჟირების წარმატებით გავლისთვის დღეს კურსდამთავრებულს მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სერტიფიკატი გადასცა. „ – ეს ერთობლივი პროექტია ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების. გვინდა, რომ სამინისტროს ბაზაზე სტაჟირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მომავალ წელსაც გაიარონ. ჩვენ მათ გადავცემთ იმ ცოდნას და გამოცდილებას, რაც გაგვაჩნია. მათი საჯარო სამსახურში სტაჟირება კარგი სასტარტო პირობაა კონკურსში მონაწილეობისა და დასაქმებისათვის. ბატონი ჯემალი ამის კარგი მაგალითია, ის აქტიურად თანამშრომლობდა ყველა დეპარტამენტთან, მიიღო მაქსიმალური ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისა და საჯარო სამსახურის სპეციფიკის შესახებ, შეიძინა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება“.-აღნიშნა ნუგზარ სურმანიძემ. ჯემალ ჭელიძე პროფესიით რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მან სტაჟირება სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფაგლებში გაიარა. მემორანდუმის ფარგლებში სტაჟირებას კიდევ ერთი შშმ პირი სექტემბერში გაივლის.