ქობულეთში ოქტომბერში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით ფინანსური დახმარება გაეწევა. ერჯერადი დახმარება 460 დატბორილ ოჯახზე გაიცემა. აღნიშნული ოჯახების დასახმარებლად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 160 ათას 800 ლარი გამოიყო. დაზარალებულ ოჯახებზე თანხის ოდენობა კომისიამ მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრა. დაზარალებულებზე ერთჯერადი დახმარების გაცემა რამდენიმე დღეში დაიწყება.