მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა

346
0

რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეს ავტომანქანა დაეჯახა.  დაშავებული 22 წლის გოგონაა, იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩვენი კორესპონდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაშავებული რეანიმაციაშია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.  შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ – კრიმინალისტები მუშაობენ. შსს ინფორმაციით, გამოძიება  276 ე მუხლით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.