მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელვაჩაურის გამგბელი ორთაბათუმის მაცხოვრებლებს შეხვდა

ხელვაჩაურის გამგბელი ორთაბათუმის მაცხოვრებლებს შეხვდა

244
0

ორთაბათუმის ცენტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ილია ნაკაშიძესთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.მოსახლეობასთან შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძეც ესწრებოდა.ადგილობრივებმა დასაქმება, გაზიფიცირება და შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება მოითხოვეს. შეხვედრაზე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მოსახლეობას პრობლემების ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდნენ.ორთაბათუმის სოფლების უმრავლესობა უკვე გაზიფიცირებულია. ბუნებრივი აირით ორთაბათუმის მხოლოდ 2 სოფელში არ არის უზრუნველყოფილი. მიმდინარე წელს ორთაბათუმში 3 მილიონიანი ღირებულების წყალმომარაგების, მტირალა–ყოროლისთავის პროექტი ხორციელდება. ამჟამად ორთაბათუმის ცენტრში 120 ბავშზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 15–მდე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა მიმდინარეობს.