მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელვაჩაურის გამგებელი მუნიციპალიტეტის სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაო გარემოს გაეცნო

ხელვაჩაურის გამგებელი მუნიციპალიტეტის სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაო გარემოს გაეცნო

332
0

ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე მუნიციპალიტეტის სამკერვალო ფაბრიკაში დასაქმებული ადგილობრივი ქალების სამუშაო გარემოს გაეცნო. მოგვიანებით, ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკის დირექტორს ქენან აღირბაშს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, სადაც ადგილობრივი ქალების (50 ადამიანი) დასაქმებაზე ისაუბრეს. პირველ ეტაპზე დასაქმებულის ანაზღაურება 250 ლარი იქნება, მომდევნო თვეში კი გამომუშავების პრინციპის მიხედვით ანაზღაურება გაიზრდება.დღესვე გამგებელმა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში დასასაქმებელი ქალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაავალა.ხელვაჩაურში ფაბრიკა თურქულ კორპორაცია ATK-ის ეკუთვნის, რომლის შვილობილ კომპანიას საქართველოში BTM Textile წარმოადგენს. საწარმო ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაშია განთავსებული, რომელიც თურქულმა კომპანიამ 2006 წელს გახსნა. ფაბრიკაში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივია. აქ შეკერილი სამოსი ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გადის.