ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ურეხის სოციალურ სახლში არსებული საბინაო ფონდით დასაკმაყოფილებელ ეკომიგრანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო. დღეს შერეული კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც დაკომპლექტებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის , საკრებულოს, აჭარის მთავრობის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით. პროექტის ფარგლებში, 23 ბინიანი კორპუსი შენდება. მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია- „მშენებელი 80“ აწარმოებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 432 786 (მილიონ ოთხასოცდათორმეტი ათას შვიდასოთხმოცდაექვსი) ლარია გამოყოფილი. სოციალური სახლი მშენებლობა მაისის თვისთვის დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში 50 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ბინები უკვე გადაეცათ.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ეკომიგრანტთა განაცხადების განხილვა დაიწყო