სოიოს მცენარეული რძის წარმოების მიმართულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოიოს გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო. შპს ,,ჯეოსოია” დაათვალიერეს და საწარმოო პროსესს ადგილზე გაეცნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.
საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(იპ) აგროსერვის ცენტრის 2021 წლის პროგრამის სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 28300 ლარით დაფინანსდა. საწარმო სოიოსგან სხვადასხავა პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლითაც მოამარაგებს ადგილობივ ბაზარს.
გიორგი სურმანიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საწარმოების ხელშეწყობა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს. სამინისტრო ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ჩვენი მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს დამატებით ბიძგს აძლევს წარმოებისგანვითარება–გაფართოებისთვის. 2021 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 18 პროექტი, რომლის მიზანია ხელიშეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.
სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.