მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელვაჩაურში აჭარისწყალი-კირნათი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურში აჭარისწყალი-კირნათი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

127
0

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძე და საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარისწყალი-კირნათი 4 235 მეტრზე საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. აჭარისწყალი-კირნათის 4 235 მეტრზე მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ორფენიანი საფარით ხორციელდება. მთლიანობაში, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი მოეწყობა 26 326 კვადრატულ მეტრზე. ამ ეტაპისთვის ასფალტობეტონის საფარი მოწყობილია 1600 გრძივ მეტრზე. სამუშაოებს შ.პ.ს. „ზიმო-7“ ასრულებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ‎1 904 585 ლარს. აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიმდინარე წლის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გათვალისწინებულია 16,185 კმ ასფალტობეტონის საფარის მოწყობა 5 მიმართულებით. ,,როგორც ხედავთ გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია მაჭახელას ხეობის მიმართულებით ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან ლამაზ ხეობაში. აჭარისწყლიდან კირნათის მიმართულებით იგება 4, 5 კმ ასფალტის გზა. მოპირკეტდება ირგვლივ არსებული ტერიტორია : მოეწყობა პარაპეტები, კუვეიტები, ასევე, ჩატარდება ფერდსამაგრი სამუშაოები. სრულად მოხდება გზის რეაბილიტაცია. ამ პროექტისათვის იხარჯება 2 მლ ლარამდე თანხა,“- აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. სულ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილია ‎16 579 851 მილიონ ლარამდე.