დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გამგეობის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც 65 საკითხი განიხილეს. კომისიის წევრებმა 35 საკითხი დადებითად გადაწყვიტეს, ხოლო 25 მოქალაქეს განესაზღვრა ვადა განცხადებაში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და კომისიისთვის დოკუმენტაციის ხელახლა წარსადგენად.
სხდომაზე მოწმობების იდენტურობაზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე და გაუქმებაზე(მოწმობა) იმსჯელეს.