ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მახოში,თხილნარში, ერგეში, მახინჯაურსა და ორთაბათუმში ფერდდამცავი და საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წელს სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 083 203 ლარი დაიხარჯება.
მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში 129 კერაზე ფერდდამცავი კედლების მოწყობა უკვე დასრულებულდა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.