მსოფლიო ჩემპიონატისთვის წინა მოსამზადებელი ღია ჩემპიონატი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის სპორტ-სკოლაში ”შოტოკან კარატე დო-ში” ჩატარდა. მასში 120-მდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის გაიმართა. გამარჯვებულები სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. ჩემპიონატი აჭარის კარატის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ინიციატივით გაიმართა. პირველი ადგილის მფლობელი ყველაზე უმცროსი მოასპარეზე ზურა ბერიძე გახდა, ხოლო გოგონებს შორის პირველობა ირინა ჩხარტიშვილმა მოიპოვა.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ხელვაჩაურში მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან