მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხელვჩაურში შობადობის გაზრდას ბიუჯეტის გაზრდა მოყვა

ხელვჩაურში შობადობის გაზრდას ბიუჯეტის გაზრდა მოყვა

210
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხს უყარეს კენჭი. სხდომაზე ცვლილება შევიდა მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც ბიუჯეტი 14812 ლარით გაიზარდა. მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამის მრავალშვილიანი დედების ყოველ მე-3 და მომდევნო შვილის შეძენისას ერთჯერად მატერიალურ დახმარების პროგრამას დაემატა 15200 ლარი. რაც გამოწვეულია შობადობის ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესებით.
ცვლილების თანახმად დაგეგმილია ასევე სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლზე ელექტროენერგიის ტექნიკური პირობების ჩართვისათვის 12000 ლარი, ხოლო წყლის ტექნიკური პირობებისათვის 7000 ლარის გამოყოფა. 49889 ლარი გამოიყო სოფელ წინსვლის ცენტრის გზის გარე განათების მოსწაყობად. ამავე სხდომაზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესისა და ნებართვის ფორმა დადგინდა.