დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გარდაქმნისა და მისთვის საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელის მინიჭებას, ასევე, „6 მაისის“ პარკისთვის „ბათუმის ცენტრალური პარკის“ სახელის მინიჭების შესახებ. ასევე დასამტკიცებლად გავიდა საკითხი ბათუმის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
სხდომა დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომის დაწყებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ანთაძემ ტრიბუნაზე სტიკერი მიაკრა წარწერით: „2013 წელს დეპუტატის ხელფას-2700 ლარი, ბაღის პედაგოგს 330 ლარი. 2018 წელს დეპუტატის სარგო 4500 ლარი, პედაგოგის 330.“
ბათუმის საკრებულოს აპარატის უფროსი რაულ ბოლქვაძე ბანერის მოხსნას შეეცადა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოყვა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ დეპუტატები საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ხელფასის 100 ლარით გაზრდის ინიციატივით გამოვიდნენ. „იზრდება, თუმცა საბავშვო ბაღების პედაგოგების ხელფასები უცვლელია. მოგიწოდებთ ყველას, რომ ჩვენს ინიციატივას მხარი დაუჭირეთ“-განაცხადა მირდატ ქამადაძემ.